skip to content
რესპუბლიკის ამბები

თფილისის ქალაქის თვითმმართველობა საბავშვო ბაღებში მონტესორის სწავლების სისტემას დანერგავს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 5 აგვისტო, N174

ბავშვის აღზრდა

ქალაქის თვითმმართველობაში იუწყებიან, რომ ამ მოკლე ხანში იტალიიდან ბავშვის აღზრდის საკითხის მცოდნე ქალი ჩამოვაო [ცნობილი იტალიელი განათლების სპეციალისტისა და მეთოდისტის მარია მონტესორის მოსწავლე – რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა].    ამასთანავე ტფილისში შესაფერ ლიტერატურას ჩამოიტანენ.

განზრახულია ტფილისში საბავშვო ბაღების მასწავლებელთა მოსამზადებლად კურსების მოწყობა. ეს კურსები ქალაქის თვითმმართველობის მიერ ქალაქის სხვა და სხვა ადგილებში იქნება მოწყობილი. ამ კურსებზე მიიღებენ იმ მოწაფეებს, რომლებსაც განსაზღვრული სასკოლო სტაჟი აქვთ. სულ კურსებზე 40 მსმენელი იქნება.

მსგავსი/Related

Back to top button