Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

ქართულ ენაზე ახალი სასკოლო სახელმძღვანელოები გამოიცა

გაზეთი ერთობა, 1920 წლის 1 აგვისტო, N176

სასკოლო სახელმძღვანელო წიგნები

იბეჭდება და 1 სექტემბერს მზად იქნება წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემდეგი გამოცემანი:

  1. ქართველი მწერლები I ნაწილი ი. გომელაურისა;
  2. ქართველი მწერლები II ნაწილი მისივე;
  3. რომის ისტორია პროფესორ დიმიტრი უზნაძისა;
  4. ახალი ისტორია დიმიტრი უზნაძისა და გველესიანისა;
  5. არითმეტიკის სახელმძღვანელო ივანე ავალიშვილისა;
  6. დედა ენა I ნაწილი;
  7. დედა ენა II ნაწილი.

ამ წიგნების დაკვეთა და საფასურის „ბე“ მსურველებმა უნდა გამოგზავნონ წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიაში (დამფუძნებელი კრების ქუჩა N5).

მსგავსი/Related

Back to top button