რესპუბლიკის ამბები
ახალქალაქის მაზრაში ერობის არჩევნები გაიმართა
გაზეთი ერთობა, 1920 წლის 9 ივლისი, N153
ერობის არჩევნები ახალქალაქის მაზრაში
ქ. ახალქალაქი (საკუთარი კორესპონდენტისაგან). საერობო არჩევნები ახალქალაქის მაზრაში დამთავრდა სოციალ-დემოკრატიის ბრწყინვალე გამარჯვებით. სულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 23 734 ამომრჩეველმა.
ხმები ასე გადანაწილდა:
სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო – 16 627 ხმა
დაშნაკელებმა – 5 744
ესერებმა – 749
ნაციონალ-დემოკრატებმა – 644
გაიყვანეს:
სოციალ-დემოკრატებმა – 22 ხმოსანი
დაშნაკელებმა – 7
ესერებმა – 1
ნაციონალ-დემოკრატებმა – 1
სულ 31 ხმოსანი.