ძველი ამბები

სახალხო განათლების სამინისტრო სასკოლო რეფორმის მეორე ტალღას იწყებს

Tags

 გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 30 ივნისი, N144

განათლების სამინისტროში

სასკოლო განათლება

რესპუბლიკის სკოლების საორგანიზაციო კომისიამ თავისი ოთხი თავის მოქმედების ანგარიში შეადგინა. კომისიამ მოასწრო საერთო განათლების სკოლების ძირითადი დებულების შემუშავება, კომისიის აზრით უნდა მოეწყოს 8 წლიანი ყველასათვის სავალდებულო და უფასო სასწავლო-განათლება. პირველ კლასში მხოლოდ 6 წლიან ბავშვებს შეუძლიანთ შესვლა. ამ სკოლამ ერთნაირი ყურადღება უნდა მიაქციოს, როგორც ჰუმანურ, აგრეთვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებას. აღზრდას და განათლებას საფუძვლად ამ სკოლაში შრომა ექნება. საშუალო სკოლის კურსი 4 წლიანი არის. პროფესიონალური სკოლები სხვა და სხვა ტიპის იქნება, მაგრამ კომისიამ მოასწრო მხოლოდ კომერციულ და პედაგოგიურ სკოლების ძირითადი დებულებების გამომუშავება.

თავის მხრივ პედაგოგიური სკოლა ამზადებს, მასწავლებლებს საშუალო სკოლისათვის.  პირველი კურსი არის 5 წლიანი. ამასთანავე პირველი სამი წელიწადი საერთო განათლების მომზადებაზე. საშუალო სკოლების მასწავლებლების მოსამზადებლად განზრახულია სპეციალურ ინსტიტუტის დაარსება. ეს ინსტიტუტი შესაწყვისია უნივერსიტეტის ფაკულტეტისა. ამ ინსტიტუტში მიიღებიან სპეციალურ განათლებას უნივერსიტეტში კურს დამთავრებულნი ან და ის სტუდენტები, რომლებიც, უკანასკნელ კურსზე იქნებიან. კომისიამ ყველა დასახელებულ ტიპის სკოლის ძირითადი დებულებები უკვე შეიმუშავა, დაამუშავა მაცადინეობის გეგმა და გაკვეთილების განაწილებაც მოახდინა. მომავალ სამოსწავლო წელში აღნიშნულ სკოლების პირველი კლასი გაიხსნება. მუშაობა ამ კლასზე უკვე დამთავრებულია ამასთანავე ამ კლასის დამახასიათებელი თვისება არის წმინდა სასკოლო ელემენტის საბავშვო ბაღთან შეერთება.

ეს მოვლენა დროებითია და გამოწვეულია მით, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია საბავშვო ბაღების სისტემის შემუშავება. გარდა ამისა სასკოლო პროგრამებში შეტანილი იქნება ზოგიერთი კორექტივები, რომელიც თვით ცხოვრებით არის გამოწვეული. ზაფხულის თვეები განაწილებულია კომისიის წევრებს შორის სპეციალურ მოსამზადებელ მუშაობის საწარმოებლად.

მსგავსი/Related

Back to top button