1920 წლის 3 მაისი: ქართული ჯარი ართვინში შევიდა
გაზ. ერთობა, 1920 წლის 6 მაისი, N100
ბათომი
3 მაისს საქართველოს ჯარი ბახშიბეი მაჩაბელის* მეთაურობით შევიდა ქალაქ ართვინში, მცხოვრებლები დიდი სიხარულით შეხვდნენ. ამ ადგილების მცხოვრები ქართველი მუსულმანები, სადაც ქართველი ჯარები კიდევ არ იმყოფებოდა, ერთხმად მოითხოვენ მათ დაუყონებლივ მისვლას.
1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში გაფორმებული ზავის თანახმად, რუსეთის იმპერია მსოფლიო ომს გამეოთიშა. რუსეთმა უარი განაცხადა სამხრეთ დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილზე, მათ შორის ბათუმზე, ართვინსა და არტაანზე. 1918 წლის გაზაფხულზე რუსული არმიის ნაწილებმა დატოვეს აღნიშნული ტერიტორიები, რუსეთის იმეპრიის ადგილზე წარმოშობილმა ამიერკავკასიის ფედერაციულმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ვერ შეძლო ოსმალეთის არმიის შეჩერება, რის შედეგადაც გარდა ზავით განსაზღვრული ტერიტორიებისა ოსმალეთის არმიამ დაიკავა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრის დიდი ნაწილი. მსოფლიო ომში ოსმალეთის მარცხის შემდეგ ბათუმის ოლქის ოკუპაცია ბრიტანულმა სამხედრო ძალებმა მოახდინეს. 1920 წლის დასაწყისში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ძალებმა დაიკავეს ქალაქი არტაანი და მაზრა, შემდგომში მოსახლეობის მოთხოვნით ჯარის ნაიწლები შევიდნენ მაღალმთიან აჭარაში და ართვინში. – რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა].