რესპუბლიკის ამბები
სამხედრო სასწავლებელზე თავდამსხმელები დახვრიტეს
გაზ. ერთობა, 1920 წლის 5 მაისი, N99
ახალი ამბები
სამხედრო სასწავლებელზე თავდამსხმელთა დახვრეტა.
3 მაისს ღამით სამხედრო სასწავლებელზე შეიარაღებულ თავდასხმის გამო სიღნაღის მცხოვრებ ერემიანცს, რომელიც ამ მიზნისთვის ბათუმიდან იყო გამოწვეული, მუშეგიანცს, რომელიც ყარსიდან ჩამოვიდა, და ბარძიანცს, რომელიც ალექსანდრეპოლიდან ჩამოვიდა, – სამხედრო სასამართლომ სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა. სასამართლოს განაჩენი გუშინვე მოიყვანეს სისრულეში.