რესპუბლიკის ამბები
1920: მთავრობა თფილისის უსინათლოთა სკოლას აფინანსებს
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 20 აპრილი, N87
დეკრეტი
თფილისის უსინათლოთა სკოლის შტატის და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა
- დამტკიცებულ იქნეს 1919 წლის ნოემბრის 1-დან ტფილისის უსინათლოთა სკოლის შტატი და ხარჯთ-აღრიცხვა ამ დეკრეტთან დართული.
- პირველ მუხლში აღნიშნული შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის საჭიროებისათვის გაცემულ იქნეს სახელმწიფო ხაზინიდან განათლების მინისტრის განკარგულებისათვის 1919 წლის ნოემბრის 1-დან 1920 წლის ივნისის 1-მდე სამსას ოცდა ჩვიდმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდა ერთი (337 981) მანეთი.
- ამ დეკრეტით დამტკიცებულ შტატზე გავრცელებულ იქნეს დამფუძნებელი კრების ამა 1920 წლის თებერვლის 10-ს დეკრეტით დაწესებული მომატება ჯამაგირისა.
- დეკრეტი ეს ძალაში შედის დღიდან მიღების დამფუძნებელი კრების მიერ.
1920 წლის აპრილის 8-ს.
დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი
ალექსანდრე ლომთათიძე
რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე
ევგენი გეგეჭკორი