Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

თფილისელი ქალები მიწისძვრით დაზარალებულ გორელთა დასახმარებლად გაერთიანდნენ

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 2 მარტი, N49

ქალთა კრება

27 თებერვალს, ქალაქის თვითმმართველობაში ბენია ჩხიკვიშვილის თავმჯდომარეობით შესდგა სხვა და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენელ ქალთა კრება. გასარჩევი იყო საკითხი მიწის ძვრისაგან დაზარალებულთა სასარგებლოთ ფულისა და ნივთების ტფილისში შეგროვების ორგანიზაციის მოწყობისა. კრებას დაესწრო 50 წარმომადგენელი. არჩეული იქნა ორი კომისია, პირველს დაევალა ფულის შეგროვება, ხოლო მეორეს ნივთების.

მსგავსი/Related

Back to top button