რესპუბლიკის ამბები

სოხუმმა მიწისძვრით დაზარალებული გორისთვის მილიონი გადადო

საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 28 თებერვალი, N47

სოხუმიდან: „ქალაქის საბჭომ თავის საგანგებო სხდომაზე მოისმინა მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას მოწოდება ახალგაზრდა რესპუბლიკის მიერ ერთი უძველესი ქალაქის დაკარგვის გამო და ერთხმათ დაადგინა – ქალაქ სოხუმის მრავალტომიან ყველა მცხოვრებთა სახელით გამოსთქვას თავისი უღრმესი მწუხარება და ყველა უკლებლივ მზადაა დაეხმაროს მთავრობას ქართლის ოდესმე აყვავებული დედა ქალაქის და მისი ახლო-მახლო მდებარე სოფლების აღდგენის საქმეში, ქალაქის სალაროდან გადაიდოს ერთი მილიონი მანეთი, რომლიდანაც ნახევარი ეხლავე ეგზავნება დეპეშით პირდაპირ მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებაში. შემოწირულებათა შესაკრებად შესდგეს ქალაქის კომიტეტი საბჭოს თავმჯდომარის გელოვანის ხელმძღვანელობით. კომიტეტი გთხოვთ გვაცნობოთ რა უფრო საჭიროა“

სოხუმის ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე გელოვანი

სოხუმის ქალაქის თავი  დიმიტრი შერვაშიძე

მსგავსი/Related

Back to top button