ძველი ამბები

რკინიგზის სამმართველო თფილისის-კავკავის რკინიგზის პროექტზე მუშაობს

Tags

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 5 თებერვალი, N27

თათბირი საუღელტეხილო რკინის გზის გაყვანის შესახებ

3 თებერვალს სახაზინო რკინის გზათა სამმართველოს შენობაში შესდგა განსაკუთრებული თათბირი საუღელტეხილო რკინის გზის, ტფილისი-კავკავის გზაზე გაყვანის შესახებ.

თათბირს თავმჯდომარეობდა გზათა სამინისტროს ტეხნიკური სამმართველოს უფროსი ინჟინერი მ. ზ. ანდრონიკაშვილი, თათბირში მონაწილეობას მიიღეს ხსენებული რკინის გზის პროექტის განმხილველ კომისიის წევრებმა, უწყებათა წარმომადგენლებმა „საუღელტეხილო რკინის გზის საზოგადოების“ გამგეობის თავმჯდომარე კონსტანტინე აბხაზმა, გამგეობის წევრებმა გ, პ. თუმანიშვილმა, ინჟინერმა ა. ა. კუჩინსკიმ და სხვა სპეციალისტებმა.

თათბირის თავმჯდომარე მოხსენება გააკეთა ხსენებულ რკინის გზის შესახებ. მომხსენებიდან, გამოირკვა, რომ საუღელტეხილო რკინის გზის გასაყვანათ ამორჩეულია ქვენამეთის მიმართულება: მდინარეების არაგვისა და თერგის ხეობაზე, რომლის პროექტიც შეუდგენია ინჟინერ კუჩინსკის. ეს პროექტი დაწვრილებით განუხილავს რამდენიმე ხნის წინათ შემდგარ თათბირს. შემდეგ საგანგებოთ ამორჩეულ 5 კომისიას: ეკონომიურს, სარკინიგზო-სატეხნიკოს, ჰიდროტეხნიკურს, ელექტროფიკაციის და იურიდიულ-ფინანსურს.

ყველა ამ კომისიების შესწორებებით და შენიშვნებით ხსენებული პროექტი შუეტანიათ დამფუძნებელი კრების საგზაო კომისიაში, კომისიამ შემდეგი კითხვები დაუსვა თათბირს:

  1. სასურველათ და საჭიროთ სცნობს თუ არა თათბირი საუღელტეხილო რკინის გზის გაყვანას?
  2. სცნობს თუ არა თათბირი, რომ უკვე არჩეული ქვენამეთის მიმართულება აკმაყოფილებს პირველი რიგის სამაგისტრალო გზის პირობებს?
  3. მისაღებათ სცნობს თუ არა თათბირი ელექტრონის საუღელტეხილო რკინის გზის – ტფილისი-ბესლანი განხილულ პროექტს, კომისიის მიერ შეტანილი შესწორებებით? და
  4. სასურველია თუ არა, რომ კონცესია მიეცეს „ელექტრონის საუღელტეხილო რკინის გზის ამხანაგობას“ წესდების პირობებზე.

თათბირის წევრებმა მსჯელობის შემდეგ დადებითი პასუხი გასცეს ყველა კითხვებზე.

მსგავსი/Related

Back to top button