ძველი ამბები

სამხედრო სამინისტრო სამხედრო ფორმის ტარების წესებს ამკაცრებს

Tags

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 1 თებერვალი, N24

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

რესპუბლიკის მთავრობისა სამხედრო უწყებების მიმართ

27 იანვარი, 1920 წ. N5

შენიშნულია რომ მრავალი პირნი, რომელნიც არ იმყოფებიან რესპუბლიკის ჯარების ნამდვილ სამხედრო სამსახურში, მიუხედავად არა ერთხელ გაფრთხილებისა და განკარგულებისა, ატარებენ განმასხვავებელ ნიშნებს, რომელნიც დაწესებულნი არიან რესპუბლიკის არმიაში, აგრეთვე სხვა და სხვაგვარ სამხედრო ფორმას.

ხელ ახლად ვადასტურებ, რომ სასტიკად აკრძალულია რესპუბლიკის საზღვრებში  ტარება იმ  პირების მიერ, რომელნიც არ იმყოფებიან რესპუბლიკის არმიის საშტატო თანამდებობებზე, რაიმე გვარი სამხედრო ფორმისა. ხოლო არმიაში მსახურ პირთ მიუწერ სინამდვილით დაიცვან ტანისამოსის დაწესებული ფორმა და მუდამ თან იქონიონ პირადობის მოწმობა სათანადო უფროსებისაგან მიცემული.

ამ ბრძანების შესრულება სასტიკი პასუხისმგებლობით ევალება გარნიზონების უფროსებს და კომენდანტევს, რომელთაც მიუწერ მიიღონ მათგან დამოკიდებულ ყოველგვარი ზომები ამ საკითხის მოსაწესრიგებლად.

ეს ბრძანება არ ვრცელდება რესპუბლიკის საზღვრებში მყოფ უცხო სახელმწიფოთა მისიების წარმომადგენლებზე.

სამხედრო მინისტრი გრიგოლ გიორგაძე

Related Articles

Back to top button