Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

დამფუძნებელი კრებიდან ბრიტანეთის თემთა პალატას მადლობის წერილი გაუგზავნეს

საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 25 იანვარი, N18

ბატონო სპიკერს.

საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი აღნიშნავს რა ქართველი ხალხის არა ჩვეულებრივ სიხარულს უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების გამო, მხურვალე სალამს და უღრმეს მადლობას უძღვნის დიდი ბრიტანეთის ხალხს თემთა პალატის სახით, რომლის მთავრობის ინიციატივით ქართველი ერი შევიდა ევროპის ხალხთა დიდ ოჯახში. ქართველი ერი არ ეჭვობდა, რომ თავისუფლების აკვანი, ევროპის უხუცესი დემოკრატიის სამშობლო, დიდი ბრიტანეთი პატარა დემოკრატიულ საქართველოს თავისუფლებას მხარს დაუჭერდა.

პრეზიდიუმი იმედოვნებს, რომ დიდი ბრიტანეთი მომავალშიაც მეგობრული თანაგრძნობით შეხვდება საქართველოს რესპუბლიკის სამართლიან მისწრაფებას და ყოველ მძიმე მომენტში მას დახმარების ხელს გაუწვდის.

მიიღეთ ჩვენგან ბატონო სპიკერო, უმდაბლესი სალამი და ღრმა პატივისცემა თქვენდამი

დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი სიმონ მდივანი

მსგავსი/Related

Back to top button