skip to content
ახალი ამბები

ელიზაბეთ რუდი: აშშ თბილისის კონტროლირებულ ტერიტორიაზე „მიმდინარე ბორდერიზაციის“ გამო შეშფოთებულია

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა 15 იანვარს თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის არსებულ საოპუპაციო ხაზზე ვითარების გაუარესების გამო,  კერძოდ, „მიმდინარე ბორდერიზაციითა“ და საგუშაგოების აშენებით „იმ ტერიტორიაზე, რომელსაც უკვე დიდი ხანია თბილისი აკონტროლებს“.

ელიზაბეთ რუდის თქმით, „გაუარესებული პირობები ჰუმანიტარულ სირთულეებს ქმნის“ და საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას ცხოვრებას ურთულებს. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას გახსნას გამშვები პუნქტები ადმინისტრაციულ-სასაზღვრო ზოლზე და უზრუნველყოს თავისუფალი გადაადგილება და ჰუმანიტარული მისიების წვდომა [რეგიონში], ასევე საშუალება მისცეს ადამიანებს ცხინვალის რეგიონში, საჭირო სამედიცინო დახმარებით ისარგებლონ და ნორმალური ცხოვრებით იცხოვრონ“, – განაცხადა მან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა Civil.ge-ს 14 იანვარს განუცხადა, რომ საოკუპაციო ძალებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ „უკანონო ინსტალაციები“ აღმართეს, რაც უწყების შეფასებით, „უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის კონტექსტში განიხილება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button