ახალი ამბები

სუსი: საოკუპაციო ძალებმა სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ „უკანონო ინსტალაციები“ აღმართეს

Tags

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა, „პროვოკაციული აქტივობების შედეგად“, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ „უკანონო ინსტალაციები“ აღმართეს, რაც უწყების შეფასებით, „უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის კონტექსტში განიხილება“.

„აღნიშნული პროცესი წარმოადგენს იმ უკანონო აქტივობების ნაწილს, რასაც საოკუპაციო ძალები 2011 წლიდან ახორციელებენ საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 14 იანვარს.

„ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში საოკუპაციო ძალების პროვოკაციული ქმედებები მწვავედ იქნა დასმული როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რაუნდებზე“, – აცხადებენ სუს-ში.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ამოქმედებულია ჩვენს ხელთ არსებული ყველა საერთაშორისო მექანიზმი“, – განმარტავენ უწყებაში და იქვე დასძენენ, რომ სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით „კონსოლიდირებული პოზიცია“ „არაერთგზის დაფიქსირდა“ საერთაშორისო პარტნიორების მიერ.

სუს-ის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მიმდინარეობს კონსულტაციები, რათა „უმოკლეს ვადებში გაიმართოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა, სადაც ცენტრალური ხელისუფლება კვლავ მკაცრად მოითხოვს სოფლების – ჩორჩანასა და წაღვლს შორის არსებული ტყის მასივიდან უკანონოდ აღმართული ინსტალაციების დემონტაჟს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button