ახალი ამბები

პარლამენტმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი ხუნდაძე დაამტკიცა

Tags

პარლამენტის 11 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ, 80 ხმით არცერთის წინააღმდეგ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე დაამტკიცეს.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც კომიტეტის აწ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ 2 დეკემბერს დეპუტატის მანდატი დატოვა.

დიმიტრი ხუნდაძე ერთ-ერთი იმ დეპუტატთაგანია, რომელიც 2020 წლიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგ გამოვიდა და 14 ნოემბერს ქართული ოცნების მიერვე ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი არ დაუჭირა.

კონსტიტუციური კანონპროექტის ჩაგდებას მმართველი გუნდიდან დეპუტატების გასვლა მოჰყვა. მოცემული მომენტისთვის საპარლამენტო უმრავლესობიდან ჯამში 14 დეპუტატი გავიდა, მათგან ორმა დეპუტატის მანდატიც დათმო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button