Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

ევროპელი სოციალისტები რუსულ ბოლშევიზმს აკრიტიკებენ

საქართველო, 1919 წლის 5 ოქტომბერი, N215

კაუტსკი და ბრენდინგი ბოლშევიზმის შესახებ

კაუტსკი.

გერმანელმა სოციალისტმა კაუტსკიმ დაბეჭდა წიგნი ბოლშევიზმზე, რომელშიაც ბოლშვეიზმს იგი ადარებს ტერორის სამეფოს საფრანგეთის რევოლუციის დროისას. შესაძლოა თავში ბოლშევიკებს კეთილი განზრახვა ამოძრავებდა, ამბობს კაუტსკი, მაგრამ მათ ჩაიდინეს შეცდომა, როცა გარეკეს დამფუძნებელი კრება და დაამყარეს კომუნისტური დიქტატურა. ამ მომენტიდან ბოლშევიკური რეჟიმი გადაიქცა ტერორათ. ბოლშევიკებს ყოველ შემთხვევაში წინააღმდეგი დაემართათ იმისა, რასაც ელტვოდენ. დაიწყეს რა ოპოზიციიდან, სიკვდილით დასჯიდან, დაამთავრეს ჯგუფობრივი სიკვდილით დასჯით. მათ მოსპეს მილიტარიზმი იმის გულისთვის რომ, ფიცხლავ აღედგინათ იგივე, ისინი ინტელიგენციას ისე უყურებდნენ, როგორც პარტიებს, მხოლოდ იმიტომ რომ მიეწვიათ საპასუხისგებო თანამდებობაზე და გადაეცათ დიკტატორული უფლება, ასე რომ მუშათა საბჭოები მარტო ქაღალდზე არსებობს, ბოლშევიზმისგან არ აღსდგება ახალი საზოგადოება კლასთა განურჩეველი, არამედ ახალი კაპიტალიზმი ბოლშევიზმი მიცოცავს როგორც ზღვის ცხოველი კრაბი გვერდზე.

ბრენდინგი.

მეორე ლიდერი შვედი სოციალისტებისა ბერდინგმა ინტერვიუს დროს შემდეგი განაცხადა – „ბოლშევიზმი ეს საწინააღმდეგო მოპირდაპირის დემოკრატიაა. ბოლშევიკური დოქტრინა სრულიად ეწინააღმდეგება სოციალისტურ დემოკრატიას. ბოლშევიზმი ეს პოლიტიკაა პატარა ნაწილია მუშათა კლასისა, რომელიც აპირებს საზოგადოების ძირითადი ფუძის შეცვლას და ანგარიშს კი არ უწევს უმრავლესობის გრძნობა სურვილებს. ბოლშევიზმი საზოგადოების ევოლუციას არა სცნობს. მარქსმა და მისმა მოწაფეებმა კი მიუხედავად ცუდათ გადმოცემულ იდეებისა მაინც საფუძვლათ სუყველას დაუდვეს სოციალისტური კოლექტიური საზოგადოება. რუსეთში ხალხის მდგომარეობა ისეთივეა როგორიც იყო ამ 300 წლის წინათ. ეკონომიურ მხრივ ეს ქვეყანა ჩამორჩა დასავლეთ სახელმწიფოებს. ამნაირ გარემოებაში სოციალისტურ სახელმწიფოს დამყარება ქვიშაზე შენობის აგებას ნიშნავს და სოციალისტურ დოქტრინის წინააღმდეგ წასვლა. იმ შედეგების მიხედვით რომელიც მივიღეთ შესაძლოა მსჯავრი დავსდოთ რომ ამნაირი სახელმწიფოს არსებობა შეუძლებელია. მიუხედავათ იმისა რომ რუსეთი განსაკუთრებულ პირობებში იმყოფება, მაინც ამ რეჟიმის დაცემა აუცილებელია, მაგრამ შეიძლება გასტანოს ამან გლეხთა გაუნათლებლობის და შეუგნებლობის გამო. ამნაირი მდგომარეობა ვერ გასტანდა სხვა განვითარებულ ქვეყანაში, რომელიც მალე მოსპობდა იმ რეჟიმს რომელსაც შეუძლია შეჰქმნას სიღატაკე და ყოველგვარი უბედურება ყველასთვის.

მსგავსი/Related

Back to top button