skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა დეპუტატ შოთა შალელაშვილს უფლებამოსილება შეუწყვიტა

პარლამენტის პირველი ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა უმრავლესობის წევრს – შოთა შალელაშვილს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეწყვიტეს. გადაწყვეტილებას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა.

შოთა შალელაშვილმა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტს განცხადებით 10 სექტემბერს მიმართა და მიზეზად „სამეწარმეო საქმიანობა“ დაასახელა.

„ქართული ოცნების“ სიის რიგითობის მიხედვით, პარლამენტში შალელაშვილს, სავარაუდოდ, ლევან მგალობლიშვილი ჩაანაცვლებს.

შოთა შალელაშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტში ქართული ოცნების პარტიული სიით შევიდა. იგი ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ წევრი იყო, რომელიც 2019 წლის მარტში დატოვა და ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ მას შემდეგ შეუერთდა, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე დაწყებული უთანხმოების გამო მმართველი გუნდი რამდენიმე დეპუტატმა დატოვა.

ასევე ნახეთ: 

მსგავსი/Related

Back to top button