ახალი ამბები

პარლამენტმა ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა

Tags

პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე ქართული ოცნების დეპუტატს ზაქარია ქუცნაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტეს. გადაწყვეტილებას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ივლისში მიმართა. დეპუტატმა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ხელმძღვანელობით, 20 ივნისს, თბილისში მართმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის ჩატარებას ოპოზიციის ნაწილისა და საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

პროტესტი იმავე საღამოს ფართომასშტაბიან აქციაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია ცრემლსადენი აირის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს, რა დროსაც, ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამინი დაშავდა. ამის შემდეგ, აქცია უკვე შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გაგრძელდა. საზოგადოების პროტესტს ხელისუფლებამ ორი თვის თავზე გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენით უპასუხა.

ზაქარია ქუცნაშვილი თიანეთის, ყაზბეგის და დუშეთის მაჟორიტარული ოლქის დეპუტატი იყო. ცნობილია, რომ პარლამენტში ვაკანტური ადგილის შესავსებად, რიგგარეშე არჩევნები აღარ ჩატარდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button