ახალი ამბები

ქართულ ოცნებას კიდევ ერთი დეპუტატი ტოვებს

Tags

ქართული ოცნების უკვე ყოფილმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. უმრავლესობიდან ბექა ნაცვლიშვილის წასვლით, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო უმრავლესობას კარგავს.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტის სრული შემადგენლობის (150 დეპუტატი) ¾-ით – 113 დეპუტატით არის განსაზღვრული. ქართულ ოცნებას პარლამენტში აქამდე 115 დეპუტატი ჰყავდა. მასე შემდეგ, რაც უმრავლესობა ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ლაშა ნაცვლიშვილმა დატოვეს, მას 112 დეპუტატი დარჩა, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საკმარისი აღარ არის.

ამის შესახებ დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბარში დღეს განაცხადა. „მე დავტოვე უმრავლესობაც, ფრაქციაც, პარტიაც და შესაბამისად, ვაგრძელებ დამოუკიდებლად მუშაობას პარლამენტში“, – აღნიშნა მან.

ნაცვლიშვილის განმარტებით, უმრავლესობიდან მისი წასვლა პარლამენტის მიერ დაგროვებითი პენსიის შესახებ მისი საკანონმდებლო ინიციატივის ჩაგდებამ განპირობა.

დეპუტატის თქმით, ეს იყო „მსოფლმხედველობითი გადაწყვეტილება“. „ეს იყო ინდივიდუალიზმსა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობას შორის ინდივიდების მიმართ განსხვავება. უმრავლესობამ დაუჭირა ინდივიდუალიზმს მხარი. მე მქონდა ინიციატივა, რომელიც სახელმწიფო პასუხისმგებლობას და ამ საზოგადოების ერად ჩამოყალიბებას ეფუძნებოდა“, – განაცხდა მან.

მისივე შეფასებით, თუ ჩვენ ერთმანეთის მიმართი სოლიდარობა არ გვექნება, „ნებისმიერი ინიციატივა და კანონპროექტი იქნება ფუჭი, [რადგან] ის თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს“.

ბექა ნაცვლიშვილი ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატების“ წევრი იყო. ფრაქციას დეპუტატის წასვლით დაშლის საფრთხე არ ემუქრება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button