ძველი ამბები

ოლივერ უორდროპი კათალიკოს ლეონიდეს ეწვია

Tags

გაზ. საქართველო, 1919 წლის 10 სექტემბერი, N195

მისტერ ოლივერ უორდროპი კათალიკოსთან

მისტერ ოლივერ უორდროპი ბრძანდებოდა სადარბაზოდ მათ უწმინდესობა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ლეონიდესთან.

უმაღლეს წარმომადგენელს დიდი ბრიტანეთისას მათ უწმინდესობამ განუცხადა, რომ საქართველოს არასოდეს აგრესიული პოლიტიკა არ უწარმოება და პირიქით უამრავ ერებს მის კალთის ქვეშ ნამდვილი მშობლიური ქრისტიანული მზრუნველობა უპოვნიათ. გარდა ამისა ჩვენ გვგონია, რომ საქართველოს ყოველივე შანსები აქვს დამოუკიდებლად მართვა-გამგეობისა თავის ქვეყნის საქმეებისა, რაც მან ამ ერთი წლის განმავლობაში საჯაროთ დაუმტკიცა მთელ ქვეყანას, და თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ ჩვენ ნება არ გვაქვს დამოუკიდებლობით არსებობისა გინდ იურიდიულათ გინდ ისტორიულად, მაშინ ჩვენ იმდენი ვაჟკაცობა კიდევ შეგვრჩენია, რომ დავეთანხმოთ ამ აბსურდზედაც კი.

ბრიტანეთის უმაღლეს მისიის თავმჯდომარემ მისტერ ოლივერ უორდროპმა გულდასმით მოუსმინა მის უწმინდესობის ასეთ სამართლიან ამონახეთქს  გულისას, შეურყეველ ჭეშმარიტ პატრიოტ საჭის მპყრობელისას და განუცხადა, რომ ინგლისის უმაღლესი წრეები და მსწავლული საზოგადოება დიდის პატივისცემით და ნდობით ეპყრობიან საქართველოს ეკლესიასა და საქმეებსაც.საუბარმა კარგა ხანს გასტანა. კათალიკოსმა მეორე დღეს გადუხადა ვიზიტი ძვირფას სტუმარ

Show More

Related Articles

Back to top button