Placeholder canvas
ახალი ამბები

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2019“ 27 ივლისს დაიწყება

აშშ-საქართველოს ერთობლივი მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019“ სენაკის სამხედრო ბაზაზე 27 ივლისს დაიწყება.

სწავლებაში მონაწილეობას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, ბულგარეთიდან, ბელგიიდან, საქართველოდან, საბერძნეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, მონტენეგროდან, ნორვეგიიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან. ასევე, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან.

„Agile Spirit“ საქართველოში მეცხრედ ტარდება და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას გაერთიანებულ ოპერაციებში.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელი წვრთნების მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლელობების დახვეწა და გაძლიერება, ასევე შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანაა.

სწავლება, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აშშ-ის ევროპის სარდლობების ხელმძღვანელობით ჩატარდება, ორ კვირას გაგრძელდება და 9 აგვისტოს დასრულდება.

„Agile Spirit“ პირველად 2011 წელს, აშშ-საქართველოს ორმხრივი სწავლების ფორმატში ჩატარდა, ხოლო 2015 წლიდან წვრთნებს არაერთი ქვეყანა შეუერთდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button