skip to content
ახალი ამბები

საქართველოში მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2018 დაიწყო

მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება – Agile Spirit პირველ სექტემბერს სენაკის სამხედრო ბაზაზე ოფიციალურად დაიწყო.

მრავალეროვნული სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპული სარდლობის ხელმძღვანელობით ტარდება და მასში 237 ქართველი, ამერიკელი, ბულგარელი, ჩეხი, ესტონელი, ბერძენი, ლატვიელი, რუმინელი, თურქი და უკრაინელი სამხედრო მონაწილეობს.

Agile Spirit-ის სცენარი „რეალურ დროში და მრავალეროვნულ გარემოში“ თავდაცვის, შეტევისა და სტაბილურობის ოპერაციებს ემყარება და მისი მიზანი აშშ-სთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე ნატოსთან საქართველოს თავსებადობის ზრდაა.

გახსნის ცერემონიაზე გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ საქართველო აშშ-ის და ნატოს ერთ-ერთი სამაგალითო მოკავშირეა რეგიონში.

Agile Spirit-ს საქართველო უკვე მერვედ მასპინძლებს და ის 11 სექტემბრამდე გაგრძელდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button