ახალი ამბები

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit“ დაიწყო

Tags

აშშ-საქართველოს ერთობლივი მრავალეროვნული სახმედრო სწავლება „Agile Spirit“ დღეს სენაკის სამხედრო ბაზაზე ოფიციალურად დაიწყო.

სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 3000-ზე მეტი სამხედრო იღებს მონაწილეობას, მათ შორის, ბულგარეთიდან, ბელგიიდან, საქართველოდან, საბერძნეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, მონტენეგროდან, ნორვეგიიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან, ასევე დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან.

„სამხედრო მოსამსახურიდან 1 500 აშშ-ის, 1 450 საქართველოს, დანარჩენი 350 კი – სწავლებაში მონაწილე სხვა ქვეყნების სამხედროები არიან“, – ნათქვამია აშშ-ის ევროპის სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სწავლება ერთდროულად სამ – ვაზიანის, ორფოლოსა და სენაკის სამხედრო საწვრთლენ ბაზებზე წარიმართება.

„Agile Spirit“ საქართველოში უკვე მეცხრედ ტარდება და და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას გაერთიანებულ ოპერაციებში.

წლევანდელი წვრთნების მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება, ასევე შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანაა.

სამხედრო სწავლება, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალებისა და აშშ-ის ევროპის სარდლობის ხელმძღვანელები წარუძვებიან, ორ კვირას გასტანს და ის 9 აგვისტოს დასრულდება.

„Agile Spirit“ პირველად 2011 წელს, აშშ-საქართველოს ორმხრივი სწავლების ფორმატში ჩატარდა2015 წლიდან წვრთნებს არაერთი ქვეყანა შეუერთდა.

ასევე ნახეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button