ძველი ამბები

რესპუბლიკის თვითმმართველობები კოჯრის გზატკეცილის რეაბილიტაციას იწყებენ

Tags

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 24 ივლისი, N162.

თფილისის სამაზრო ერობამ თფილისის ქალაქის გამგეობას გამოუგზავნა ქაღალდი, რომელშიაც ნათქვამია, რომ კოჯრის გზატკეცილი გაძლიერებულ მოძრაობის გამო ძალიან გაცვდა და მოითხოვს დიდ შეკეთებას, რასაც 200 000 მანეთი დასჭირდება. ერობა ფიქრობს, რომ კოჯრის გზატკეცილი დაინტერესებულმა დაწესებულებებმა უნდა შეაკეთონ. თფილისის ერობა ეკითხება თფილისის ქალაქის გამგეობას, თუ რამდენი ფულის გაღება შეუძლია მას ამ მიზნით და აუწყებს, რომ თფილისს წილად ხვდება არა უმეტეს 30-40 ათასი მანეთისა. დანარჩენს გადაიხდიან ქალაქთა კავშირი, კოჯრის ქალაქის თვითმმართველობა და თფილისის მაზრის ერობა თფილის ქალაქის გამგეობამ განიხილა ეს წინადადება და დაადგინა მიუხედავად იმისა, რომ კოჯრის გზატკეცილის შეკეთება მის მოვალეობას არ შეადგენს მაინც მზადაა მონაწილეობა მიიღოს შეკეთებაში, მაგრამ უსახსრობის გამო იძულებულია უარი განაცხადოს.

Related Articles

Back to top button