ძველი ამბები

იტალიელთა დელეგაცია ბორჯომს ესტუმრა

Tags

საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 16 ივლისი, N155

იტალიელები ბორჯომში.

ამ დღეებში იტალიის დელეგაციამ, იტალიის ტყეების ინსპექტორის თანდასწრებით ინახულა ბორჯომი.

დელეგაცია გაეცნო სატყეო მეურნეობას ბორჯომის მამულში და მისი ქარხნების მუშაობას, დეტალურათ დაათვალიერა ყველა წვირლმანი და საერთოთ კმაყოფილი დარჩა ყოველივე ნახულით.

ბორჯომის სატყეო მეურნეობის საქმე იტალიელებს გააცნო ბორჯომის ტყის უფროსმა გამგემ ბ. პახარმა.

იტალიელებმა სხვათა შორის სურვილი გამოსთქვეს, რომ ბ. პახარი გასცნობოდა იტალიაში ტყის მეურნეობის საქმეს.

იტალიელების სიტყვით ბორჯომმა მათზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა.

იტალიელები კმაყოფილი დარჩნენ აგრეთვე ბორჯომის მამულის და წყლების მმართველ ბ. ხუნდაძის შეხვედრით.

დაბრუნებისას იტალიელებმა თავი მოვალეთ ჩასთვალეს მადლობა გადაეხადათ ნ. ხომერიკისთვის და ბორჯომის მამულის ადმინისტრაციისათვის.

რა უნდოდათ იტალიელებს საქართველოში?

 1919 წლის პირველ ნახევარში, აქტიურად განიხილებოდა საქართველოდან ბრიტანული ჯარების გასვლისა და სანაცვლოდ, ქვეყანაზე იტალიური მანდატის გავრცელების საკითხი.

 ბრიტანეთის პრემიერს ლოიდ ჯორჯს კავკასიაში ჯარების დატოვება არ სურდა, თუმცა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ამ საკითხზე ოპოზიციის გამო, უწევდა თუ აქედან ჯარებს წაიყვანდა, სხვა ვინმე ჩამნაცვლებელიც დაეტოვებინა რეგიონში.

 ასეთად განიხილებოდა იტალია, რომელმაც მანამდე მოკავშირეებისაგან ვერცერთი სასურველი მანდატი მიიღო ხმელთაშუა ზღვისპირეთში. ლოიდ ჯორჯმა ბუნებრივი რესურსებით ღარიბი იტალიის პრემიერ ორლანდოს “ნავთობით მდიდარ საქართველოზე” მანდატი შესთავაზა.

 იტალიური მისია “აღთქმულ მიწაზე” 1919 წლის აპრილის ბოლოს გამოემგზავრა. 

➡ ბორჯომამდე იტალიელები ქუთაისს, ჭიათურას, ტყიბულს და საქართველოს სხვა ადგილებსაც ესტუმრნენ. 

იტალიის მისიის წარმომადგენელნი ქუთაისში

Related Articles

Back to top button