skip to content
რესპუბლიკის ამბები

თფილისში იაფი ბინების მშენებლობა იწყება

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 8 ივლისი, N148.

ახლათ დაარსებული ქართული ტექნიკურ და სამრეწველო საზოგადოება „მომავალი“, ბინების კრიზისის გამო შეუდგა იაფფასიან ბინების აგების საქმეს და მთავრობისაგან უკვე მიიღ სათანადო უფლება ბინების აგებაზე ინჟინერ მოსეშვილის სისტემით. საზოგადოებას უკვე დამუშავებული აქვს პროექტები და გეგმები იაფფასიანი სახლის ბინების ასაგებათ სხვა და სხვა დანიშნულებისათვის. ამ სახლების ასაგებ მასალას საზოგადოება თვითონ კისრულობს და თან გარანტიას იძლევა მათ სიმტკიცეს ცეცხლისგან უზრუნველყოფას, სითბოს, სიმშრალის და გარეგნული სახის სილამაზის შესახებ. დაახლოებითი ღირებულება შენობისა მასალით და მუშაობით ნავარაუდევია შემდეგ ციფრებში:

  1. ერთ სართულიანი სახლი სამი ოთახით და ყველა საჭირო სამყოფოებით ჯდება არა უმეტეს 20 000 მანეთი.
  2. ერთ სართულიანი სახლი ორი ბინით, ბინაში სამი ოთახით და ყველა სამყოფოებით არა უმეტეს 40 000 მანეთი.
  3. ორ სართულიანი სახლი ოთხი ბინით, თითო ბინაში სამი ოთახით და ყველა სამყოფოებით 80 000 მანეთი.

ვისაც სურს გაეცნოს პლანებს  შენობებისას და მათ განხორციელების პირობებს უნდა მიმართონ საზოგადოების კანტორას, ჩერქეზიშვილის ქუჩა N75, ყოველდღე დილის 0-11 საათამდე (გარდა კვირა და უქმე დღისა).

მსგავსი/Related

Back to top button