ძველი ამბები

საქართველო სომხეთ-აზერბაიჯანს მოუწოდებს შეწყვიტონ ერთიმეორის ხოცვა

Tags

“საქართველო”, 1919 წლის 7 აგვისტო, #167.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ სომხეთის და აზერბაიჯანის მთავრობებს შემდეგი დეპეშა გაუგზავნა: “უკანასკნელ ხანს ყარსის ოლქში და ერევნის გუბერნიის ერთ ნაწილში მომხდარი სისხლის მღვრელი შეტაკებები ძალიან აწუხებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას. ხსენებული შეტაკებები დამღუპველ ძმათა შორის ომში ითრევს მთელ ამიერ-კავკასიას, მთელი მხარის საერთო პოლიტიკურ მდგომარეობას ართულებს მაშინ, როდესაც მისი ბედი საერთაშორისო კონფერენციაზე სწყდება, და ამიერ-კავკასიის ყველა ერებს უმძიმეს შედეგებს უქადის. ასეთ პირობებში ამიერ-კავკასიის ყველა რესპუბლიკათა მთავრობებმა ყოველი ღონე უნდა იხმარონ ხსენებულ შეტაკებათა შესაწყვეტად. მათი გამომწვევ მიზეზების მოსპობით და ამიერ-კავკასიაში ეროვნული შუღლის გამამწვავებელ საკითხების მშვიდობიანის გზით გადაჭრით. ამ მოვალეობის ასასრულებლად და მდგომარეობის უკიდურეს სიმძიმის შეგნებით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა წინადადებას იძლევა განახლდეს ამიერ-კავკასიის კონფერენციის სხდომები”.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე

საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი

Show More

Related Articles

Back to top button