
რუსეთში ექსტრადირებაზე უარის შემდეგ, სომხეთმა ქართველი მებრძოლი გაათავისუფლა
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე გიორგი კინოიანი, რომელიც სომხეთში პატიმრობაში იმყოფებოდა, გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ერევანმა უარი თქვა რუსეთში მის ექსტრადირებაზე.
29 წლის კინოიანი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მხარეს იბრძოდა და რომელსაც რუსეთის სასამართლომ დაუსწრებლად შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სექტემბრის დასაწყისში საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. მისი ოჯახი, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, შიშობდა, რომ რუსეთში ექსტრადიცია მის სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა.
კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ვანო საბაშვილი მსგავს საქმეზე სომხეთის პატიმრობაში რჩება და რუსეთში შესაძლო ექსტრადიცია ემუქრება. კინოიანის გათავისუფლების შემდეგ, მოსალოდნელია, რომ მასაც გაათავისუფლებენ.
This post is also available in: English