skip to content
რესპუბლიკა 100

5 ამბავი 1918-19 წლების ზამთრის ქუთაისის კულტურული ცხოვრებიდან

ქუთაისი რომ მნიშვნელოვან კულტურულ კერას წარმოადგენდა, ალბათ უცხო არც არავისთვის არის. პირველი რესპუბლიკის წლებში საქართველოში სოციალურ-ეკონომიკურად მართალია არ ულხინდათ, თუმცა კულტურული ცხოვრება არ შეჩერებულა, პირიქით, ქართულმა კულტურამ იმ წლებში მნიშვნელოვანი აღმსავლა განიცადა. კულტურული ცხოვრების ფერხულში აქტიურად იყო ჩაბმული ქუთაისიც, რასაც ცისფერყანწელთა ჟურნალი „მეოცნებე ნიამორებიც“ მოწმობს.

1919 წლის თებერვალში ცისფერყანწელებმა გამოსცეს ლიტერატურული ჟურნალის „მეოცნებე ნიამორები“ პირველი ნომერი. „მეოცნებე ნიამორები“ 1924 წლის ჩათვლით გამოდიოდა. ჟურნალის პირველ ნომერში ორი გვერდი დაეთმო „მხატვრულ მემატიანეს“, სადაც მოთხრობილია რამდენიმე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენის შესახებ. მემატიანეში მსუყე წვლილი უჭირავს ქუთაისის კულტურულ ცხოვრებას. უცვლელად გთავაზობთ რამდენიმე მონაკვეთს:

  1. მოსწავლეები გამოსცემენ სალიტერატურო ჟურნალს “წინსვლის ემბლემა

ქუთაისში გამოვიდა მოწაფეთა სალიტერატურო ჟურნალი „წინსვლის ემბლემა“. სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდობაში არი ჯგუფი ხელოვნებით ესოდენ დაინტერესებული. ჟურნალს უსათოდ ემჩნევა ჩვენი პოეზიის უკანასკნელ მიმდინარეობათა გავლენა. ჟურნალის მასალას უნდა შევხედოთ როგორც ვარჯიშობას და უპრეტენზიო ავტორები ჭეშმარიტად ქების ღირსნი იყვნენ.

2. მელიტონ ბალანჩივაძე ხსნის სამუსიკო სკოლას ქუთაისში

კომპოზიტორ მ. ბალანჩვაძის ინიციატივით 2 თებერვლიდან ქუთაისში გაიხსნება მუსიკალური სასწავლებელი. ხელმძღვანელებათ მოწვეულია ქართველი და უცხოელი მემუსიკენი. აღსანიშნავია მელიტონ ბალანჩივაძე, თამარა ძნელაძე, რაისა ქუთათელაძე.

3. ქუთაისელები მუზეუმის გახსნას ითხოვენ

ქუთაისი მისთვისაა გაჩენილი, რომ აქ იყოს მუზეუმი.

მუზეუმისათვის საკმაო ნივთები აქვს საისტორიო საზოგადოებას. საჭიროა ან მთავრობამ, ან კერძო პირმა იკისროს ხარჯები მის დასალაგებლად. არასოდეს არ დაგვჭირვებია მუზეუმი ისე, როგორც ახლა, როდესაც ყოველ დღე ნაირფერი უცხოელი მოდის ჩვენ გასაცნობათ. ბაგრატის სობოროს ნანგრევები და გელათი ჩვენ ძველებს ამართლებს, ჩვენ გაგვამართლებს მუზეუმი.

4. ქუთაისში არსდება თავისუფალი ესთეტიკის საზოგადოება”

ქუთაისში დაარსდა თავისუფალი ესთეტიკის საზოგადოება, რომელიც სისტემატურათ გამართავს ინტიმურ ესთეტიურ საღამოებს. მონაწილეობენ პოეტები, მემუსიკენი, მხატვრები.

5. ქუთაისში იხსნება „ფეერიული დუქანი”

ქუთაისში მოკლე დროში გაიხსნება „ფეერიული დუქანი“, სადაც თავს მოიყრიან ხელოვანნი და ესთეტნი.

მსგავსი/Related

Back to top button