Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

ვორონეჟის კორპუსის ქართველი იუნკრები სამშობლოში ბრუნდებიან

„საქართველოს რესპუბლიკა“, N117, 17 დეკემბერი, 1918

რედაქციამ ადესიდან შემდეგი ცნობა მიიღო: 21 ნოემბერს ადესაში მყოფ საქართველოს საელჩომ პოდპორუჩიკ დავითაშვილთან ერთად სამშობლოში გამოისტუმრა ვორონეჟის კორპუსის იუნკრები: ღოღობერიძე დიმიტრი, ლაღიძე ირაკლი, წულუკიძე ასლანი, კობახიძე არჩილი, მაჭავარიანი მირიან, ბოლქვაძე გიორგი და იაშვილი ვლადიმერ, იტყობინება მუჯირი.

მსგავსი/Related

Back to top button