ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

Tags

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ იოსებ გოგაშვილმა 21 აგვისტოს თანამდებობა დატოვა.

გოგაშვილი უსაფრთხოების სამსახურში 2015 წლიდან მუშაობდა და ის ბევრ გახმაურებულ საქმესთან ასოცირდებოდა, მათ შორის, 2017 წლის ნოემბერში ჩატარებულ ანტიტერორისტულ და პანკისის ხეობაში გასული წლის დეკემბერში ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში ეჭვიტანილების დაკავების ოპერაციებთან.

გოგაშვილის გადადგომის ზუსტი მიზეზი უცნობია. უსაფრთხოების სამსახურმა მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია civil.ge-სთან დაადასტურა, თუმცა უწყებაში გოგაშვილის გადადგომის შესახებ დეტალებზე არ ისაუბრეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button