skip to content
ახალი ამბები

სუსმა უკრაინაში მებრძოლი ქართველები გამოკითხვაზე დაიბარა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გრიფით საიდუმლო საქმის ფარგლებში უკრაინაში მებრძოლი რამდენიმე ქართველი გამოკითხვაზე დაიბარა. იმ ადამიანებს შორის ვინც გამოკითხვაზე დაიბარეს ან/და სასამართლოში გამოკითხეს არიან კონსტანტინე ჯღამაია, ბესო ბენდელიანი, ნადიმ ხმალაძე, ვაჟა ცეცაძე და ლაშა ჭიღლაძე. მათ მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მოითხოვეს. იქიდან გამომდინარე, რომ საქმეს გრიფი “საიდუმლო” ადევს, გამოკითხულ მოქალაქეებსა და მათ ადვოკატებს დეტალებზე საჯაროდ საუბარი ეკრძალებათ.

კონსტანტინე ჯაღმაიძის ადვოკატის, თორნიკე ჩიქოვანის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლითა და მუხლი 18-323-ით მიმდინარეობს. 315-ე მუხლი გულისხმობს შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, ხოლო მუხლი 18-323 ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებს მოიცავს.

“შენობას, რომელშიც როგორც ჩანს პერიოდულად ნახულობენ რაღაც აბდაუბდა სიზმრებს, ესიზმრებათ გადატრიალებები, ამბოხებები და ასე შემდეგ, რაც არის სასაცილო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. სამ ათეულ წელზე მეტია საქართველოს ბევრი მოქალაქე, პატრიოტი იბრძვის რუსული ტერორიზმის წინააღმდეგ. აუცილებლად მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაბარების შემთხვევაში მე გავცემ კითხვებზე პასუხს, რადგანაც მე პირადად არანაირი ნდობა არ გამაჩნია ამ უწყების…” განაცხადა ბესო ბენდელიანმა.

ნადიმ ხმალაძე სასამართლოში უკვე გამოიკითხა. მისი ინფორმაციით, შეკითხვები, სხვა საკითხებს შორის, შეეხებოდა უკრაინაში მის ყოფნას და ასევე, ოდესმე ჰქონია თუ არა მას კავშირები უცხოურ სპეცსამსახურებთან.

მანამდე, ხმალაძემ მისი გამოკითხვაზე დაბარება “ტერორისტული სახელმწიფოს” [რუსეთის] წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულობას და “რუსული ხელისუფლების” [საქართველოს მთავრობა] წინააღმდეგ აქტიურობას დაუკავშირა.

ჩვენების მიცემამდე, ხმალაძემ ჩაწერა და ფეისბუქზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობს, მას სასამართლო პროცესამდე მხოლოდ ერთი საათით ადრე დაურეკეს და გააფრთხილეს, რომ უნდა გამოცხადებულიყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button