
ახალი ამბები
თბილისის გარეუბანში გამოსახლებისას ოთხი ადამიანი დააკავეს
პოლიციამ ოთხი მაცხოვრებელი დააკავა იმ დაძაბულობის ფონზე, რომელსაც თბილისის სამგორის რაიონში ჰქონდა ადგილი, როდესაც ხელისუფლება ოჯახების გამოსახლებას ცდილობდა იმ საცხოვრებელი კორპუსიდან, რომლებიც, მისი თქმით, სახიფათო იყო და მოსახლეობამ უკანონოდ დაიკავა.
თუმცა, ადგილობრივების თქმით, ხელისუფლება და მისი მხარდამჭერი მედია ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გამოსახლება განახორციელა, სამხარაულის ბიუროს კვლევის საფუძველზე განაცხადა, რომ შენობა ამორტიზებულია. მისივე თქმით, გამოსახლება უკვე ორჯერ გადაიდო გამოსავლის პოვნაში და რომ სახელმწიფომ მაცხოვრებლებს დროებითი დახმარება შესთავაზა ქირის გადახდაში, თუმცა ზოგიერთმა ოჯახმა შეთავაზებაზე უარი თქვა.
This post is also available in: English