გამოსახლების საქმეზე სასამართლომ ხასაია და ჩიქობავა წინასწარ პატიმრობაში დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2 თებერვალს კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების საქმეზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ბრალდებით დაკავებული აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია წინასწარ პატიმრობაში დატოვა. პროკურატურას აქვს უფლებამოსილება, მიმართოს პირველ ინსტანციას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ.
ბრალდებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ედებათ, რაც გულისხმობს ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საქმის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ 30 იანვარს განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ, ბრალდების მხარე მზად არის პატიმრობაზე უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე. ბრალდებულებმა ნაწილობრივ აღიარეს დანაშაული და განაცხადეს, რომ მათ დააზიანეს ავტომობილი, თუმცა არა ჯგუფურად. მათი ადვოკატის თქმით, ხასაიაც და ჩიქობავაც მზად არიან ზიანი აანაზღაურონ.
ასევე წაიკითხეთ:
- 31/01/2024 – სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებულ ჟურნალისტს ჯარიმა დააკისრა
- 26/01/2024 – გამოსახლების საქმეზე სასამართლომ რვა ბრალდებულს ჯარიმა დააკისრა
- 23/01/2024 – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოსახლების დროს პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტებს ეხმიანება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)