ახალი ამბები

თბილისის აფრიკის დასახლებაში გამოსახლებისას 17 პირი დააკავეს

24 ივლისს, თბილისის აფრიკის დასახლებაში, სადაც ათობით ოჯახი გამოასახლეს, 17 ადამიანი დააკავეს, მათ შორის მაცხოვრებლები და მათ მხარდასაჭერად მისული აქტივისტები.

ყველა მათგანს ბრალი პოლიციის ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის წაუყენეს. კანონმდებლობაში ცოტა ხნის წინ შეტანილი ცვლილებების თანახმად, ეს დანაშაული ისჯება 2000 ლარიდან 5000 ლარამდე ჯარიმით ან 60 დღემდე თავისუფლების აღკვეთით.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განაცხადა, რომ „სახელმწიფომ უნდა დაიცვას საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა და კერძო მესაკუთრეების ინტერესები, მან, გამოსახლების მეთოდებითა და ოჯახების უსახლკაროდ დატოვებით, უხეშად არ უნდა დაარღვიოს მათი ღირსება და სხვა უფლებები და უნდა შეძლოს, დაიცვას სამართლიანი ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის“.

This post is also available in: English

Back to top button