სასამართლომ ჩიქობავა და ხასაია პატიმრობიდან გაათავისუფლა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 თებერვალს გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა თითოეული 3 000-ლარიანი გირაოთი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ორივე მათგანი კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების საქმეზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ბრალდებით დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
2 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხასაია და ჩიქობავა წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 3 თებერვალს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების 5 000-5 000 ლარიანი გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართა. ხასაიამ გირაოს 2 000-მდე შემცირება ითხოვა და საბოლოოდ, სასამართლომ თითოეულს 3 000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.
ხასაიას და ჩიქობავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ედებოდათ, რაც გულისხმობს ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ასევე წაიკითხეთ:
- 31/01/2024 – სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებულ ჟურნალისტს ჯარიმა დააკისრა
- 26/01/2024 – გამოსახლების საქმეზე სასამართლომ რვა ბრალდებულს ჯარიმა დააკისრა
- 23/01/2024 – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოსახლების დროს პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტებს ეხმიანება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)