
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 მარტს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ სვერის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.
სუს-ის ინფორმაციით, უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- 18/02/2025 – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს
- 16/02/2025 – რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
- 13/02/2025 – ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები საქართველოს სტუმრობდნენ
- 22/01/2025 – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს
- 10/01/2025 – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)