skip to content
ახალი ამბები

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს სამი მოქალაქო უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 20 მაისს.

სუს-ის ინფორმაციით, ერთი მოქალაქე უკვე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, ხოლო ორი კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება.

ამავე ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აცხადებს სუსი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English Русский

Back to top button