
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გიორგი ბოლოთაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27 მაისს.
ბოლოთაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დააკავეს. 20 მაისს სუსი საქართველოს სამი მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ იტყობინებოდა, რომელთა შორის, სავარაუდოდ, ბოლოთაშვილიც იყო. ერთი დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს, ხოლო ბოლოთაშვილის გათავისუფლების შემდეგ პატიმრობაში ერთი მოქალაქე რჩება.
სუს-ის ინფორმაციით, ბოლოთაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე „ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი“.
„ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- 31/03/2025 – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთში 2020 წელს დაპატიმრებული ირაკლი ბებუა გაათავისუფლეს
- 26/03/2025 – რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
- 11/03/2025 – რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, ერთი გაათავისუფლეს
This post is also available in: English