skip to content
ახალი ამბები

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 22 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ალექსი მამულია და ივანე ჯაფიაშვილი თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ორივე მათგანი გასული წლის ბოლოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ დააკავეს. საოკუპაციო რეჟიმი მათ უკრაინის ომიდან რუსეთის არმიის სამხედრო დეზერტირის ვლადიმერ მამარდაშვილის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლაში დახმარებას ედავებოდა.

სუს-მა განაცხადა, რომ ალექსი მამულიას და ივანე ჯაფიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა  საოკუპაციო ძალას ეკისრება“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. „ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button