skip to content
ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკს Julius Baer სასამართლოში უჩივის

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ლაშა კალანდაძემ განაცხადა, რომ შვეიცარიული ბანკის Julius Baer მხრიდან ადგილი აქვს „პოლიტიკურ შანტაჟს“ ივანიშვილის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ ივანიშვილი ბანკის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

კალანდაძის განცხადების თანახმად, რომელიც იურიდიულმა ფირმამ Metric 20 იანვარს გამოაქვეყნა, „Credit Suisse-ის უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი“ გადატანილი იქნა Julius Baer-ში, მათ შორის, ის ანგარიშებიც, რომლებზედაც უნდა განთავსებულიყო ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხები. კალანდაძე კონკრეტულად ასახელებს სამ ჰეჯ-ფონდს – CarVal Credit Value Fund III, Promona Capital VIII და TPG Opportunities Partners III – რომლებმაც, მისი თქმით, დაარღვიეს ფონდების დაბრუნების ვადები.

„2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში Julius Baer-ი, ფაქტობრივად, დაემუქრა, რომ პირადი საბანკო ანგარიში უნდა დაეხურა ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც პოლიტიკურად აქტიური პირისთვის“, – აცხადებს კალანდაძე და დასძენს, რომ ბანკმა „არც კი განმარტა, რატომ დადგა დღის წესრიგში, თან მაინც და მაინც 2024 წლის ბოლოს, პოლიტიკურად აქტიური პირის  საფუძვლით პირადი ანგარიშის გაუქმების საკითხი“. Julius Baer-ს არც დაუხურავს პირადი ანგარიში, აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, ბენეფიციარების აზრით, Julius Baer-მა „არასწორად (უფრო, სათავისოდ) განმარტა ე.წ. ამერიკული სანქციები“ და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის კომპანიებსაც აცნობა, რომ ფაქტობრივად ე.წ. ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარა მათი საბანკო ანგარიშები. კალანდაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილი აპირებს, მათ შორის, „უცხოელი ადვოკატების ჩართულობით, დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები Julius Baer-ის წინააღმდეგ ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი სამოქალაქო სარჩელი იქნება შეტანილი შვეიცარიაში Credit Suisse-ის წინააღმდეგ, რომელიც მოითხოვს იმ თანხების ანაზღაურებას, რომლის კომპენსირება ვერ მოიცვა სინგაპურსა და ბერმუდაში მიმდინარე დავებმა.

აშშის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა 2024 წლის 27 დეკემბერსქართული ოცნებისდამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს  სანქციები დაუწესა. აღსანიშნავია, რომ სანქციების რეჟიმი ვრცელდება 2024 წლის სინგაპურის სააპელაციო სასამართლოს საქმეზე განხორციელებულ ტრანსაქციებზეც. გადაწყვეტილების გამოცხადებისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ივანიშვილისა დაქართული ოცნებისქმედებებმა გაანადგურა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების დარღვევას და შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელება საქართველოში. გარდა ამისა, მათ გადაახვევინეს საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გზიდან“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button