
ახალი ამბები
გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში სცემეს
გიორგი ბაჩიაშვილი, ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი და ერთ დროს მისი თანამოაზრე, აცხადებს, რომ იგი ციხეში სცემეს და რომ ეს იყო „ციხის ადმინისტრაციის და კრიმინალების კოორდინირებული მოქმედების შედეგი“.
„ჩემს ცემას ვუკავშირებ ჩემი ქონების უკანონოდ იძულებით წართმევას, დაშინებას“, – წერს ბაჩიაშვილი 14 ივლისის წერილში.
მისმა ადვოკატმა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს განუცხადა, რომ ბაჩაშვილს ხილული დაზიანებები აქვს სახის არეში, თავზე აქვს ნაკერები, დაზიანებული აქვს ხელი და ეტლით გადაადგილდება.
ბაჩიაშვილი წერილში აცხადებს, რომ „რამდენი კრიმინალიც არ უნდა შემომიგზავნონ საკანში და ვისგანაც არ უნდა მოხდეს ძალადობა, მე არ გავტყდები და ვერ დამაშინებენ“.
This post is also available in: English