ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება 26 ოქტომბრის არჩევნების პერიოდში საოკუპაციო ხაზზე გადაადგილებას ზღუდავს
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების საბჭომ 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ ოქტომბერში, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილებას შეზღუდავს.
„[ოკუპირებული] სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს პროდასავლური და ნაციონალისტური რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გამარტივებული წესით სასაზღვრო გამშვები პუნქტების მუშაობის შეჩერების თაობაზე“, – იტყობინება დე-ფაქტო ხელისუფლების პრესსამსახური იტყობინება.
დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს სხდომის თავმჯდომარემ, ოკუპირებული რეგიონის ლიდერმა ალან გაგლოევმა ასევე აღნიშნა, რომ „მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მათ შორის ღია წყაროებიდან, ჩვენ ვხედავთ, რომ სიტუაცია რთულდება“ საქართველოში, რამაც ოკუპირებული რეგიონის გადაწყვეტილება განაპირობა.
ასევე წაიკითხეთ:
- 29/09/2024 – ლავროვი: რუსეთი მზადაა საქართველოს, აფხაზეთსა და ცხინვალს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს
- 20/09/2024 – რუსეთი-ჩრდილოეთ კორეის უკანონო გადახდების სქემაში ჩართვის გამო აშშ ოკუპირებულ ცხინვალში მდებარე MRB Bank-ს სანქციებს უწესებს
- 18/09/2024 – ბოდიშის თაობაზე ივანიშვილის განცხადების შემდეგ ცხინვალი „პრაქტიკულ ზომებს“ ელის
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)