skip to content
ახალი ამბები

2024 წლის იანვარ-ივლისში საგარეო ვაჭრობა 1.6%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ 19 აგვისტოს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო ვაჭრობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6%-ით გაიზარდა და 12.567 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.

2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს ექსპორტი 1.3%-ით შემცირდა და 3.532 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 2.9%-ით გაიზარდა და 9.035 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, ქვეყნის უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5.502 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.8%-ია.

წყარო: საქსტატი

იმავე პერიოდში თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 1.810 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. შემდეგ მოდის რუსეთი 1.428 მლრდ აშშ დოლარით; აშშ 1.079 მლრდ აშშ დოლარით; ჩინეთი 1.056 მლრდ აშშ დოლარით და აზერბაიჯანი 724 მილიონი აშშ დოლარით.

საანგარიშო პერიოდში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სია შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი – 588 მლნ აშშ დოლარი, ყაზახეთი – 447 მლნ აშშ დოლარი, რუსეთი – 407 მლნ აშშ დოლარი, აზერბაიჯანი – 401 მლნ აშშ დოლარი და სომხეთი – 346 მლნ აშშ დოლარი.

იმპორტის თვალსაზრისით, საანგარიშო პერიოდში უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია თურქეთი 1.520 მლრდ აშშ დოლარით, მას მოსდევს რუსეთი 1.021 მლრდ აშშ დოლარით, აშშ 991 მლნ აშშ დოლარით, ჩინეთი 880 მლნ აშშ დოლარით და გერმანია 634 მლნ აშშ დოლარით.

წყარო: საქსტატი

2024 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფებიდან ექსპორტის კუთხით პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები – 1.193 მლრდ აშშ დოლარით. მას მოსდევს ფეროშენადნობები 201 მლნ აშშ დოლარით; ყურძნის ნატურალური ღვინოები – 174 მლნ აშშ დოლარით; სპირტიანი სასმელები – 162 მლნ აშშ დოლარით; ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – 117 მლნ აშშ დოლარით; მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე – 97 მლნ აშშ დოლარით; წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – 75 მლნ აშშ დოლარით; აზოტოვანი სასუქები – 73 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 63 მლნ აშშ დოლარით; ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით – 58 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 1.317 მლრდ აშშ დოლარით.

იმპორტის კუთხით პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 1.608 მლრდ აშშ დოლარით, რომელსაც მოსდევს ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 770 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 370 მლნ აშშ დოლარით; ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 238 მლნ აშშ დოლარით; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 194 მლნ აშშ დოლარით; სატელეფონო აპარატები და აპარატები მონაცემების გადაცემისა და მიღებისთვის, სადენიანი და უსადენო კავშირისათვის – 173 მლნ აშშ დოლარით; სატვირთო ავტომობილები – 120 მლნ აშშ დოლარით; სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – 90 მლნ აშშ დოლარით; წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე – 86 მლნ აშშ დოლარით; შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები – 78 მლნ აშშ დოლარით და დანარჩენი საქონელი 5.308 მლრდ აშშ დოლარით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button