skip to content
ახალი ამბები

2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 1.8%-ით შემცირდა

„საქსტატის“ მიერ 19 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10.319 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8%-იანი კლებაა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 6.7%-ით შემცირდა და 2.848 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 0.2%-ით, 7.472 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.624 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.8%-ია.

წყარო: საქსტატი

იმავე პერიოდში, თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 1.529 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.  შემდეგ მოდის რუსეთი 1.198 მლრდ აშშ დოლარით; ჩინეთი 855 მლნ აშშ დოლარით,  აშშ 815 მლნ აშშ დოლარითა და აზერბაიჯანი 598 მლნ აშშ დოლარით.

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სია შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი – 453 მლნ აშშ დოლარი, ყაზახეთი – 354 მლნ აშშ დოლარი, რუსეთი – 340 მლნ აშშ დოლარი, აზერბაიჯანი – 318 მლნ აშშ დოლარი, და სომხეთი – 278 მლნ აშშ დოლარი.

იმპორტის თვალსაზრისით, თურქეთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია 1.285 მლრდ აშშ დოლარით; შემდეგ მოდის რუსეთი – 858 მლნ აშშ დოლარით, აშშ – 771 მლნ აშშ დოლარით, ჩინეთი  – 709 მლნ აშშ დოლარით, და გერმანია – 499 მლნ აშშ დოლარით.

წყარო: საქსტატი

2024 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან ექსპორტის კუთხით პირველი ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები – 934 მლნ აშშ დოლარით; შემდეგ მოდის ყურძნის ნატურალური ღვინოები – 157 მლნ მლნ აშშ დოლარით და ფეროშენადნობები – 143 მლნ აშშ დოლარით.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი ამავე პერიოდში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1.247 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს 632 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული– 319 მლნ აშშ დოლარით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button