skip to content
ახალი ამბები

2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 2.7-ით შემცირდა

„საქსტატის“ მიერ 20 მაისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6.563 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7%-იანი კლებაა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 10.1%-ით შემცირდა და 1.763 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 0.3%-ით, 4.800 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3.037 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3%-ია.

იმავე პერიოდში, თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 964 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.  შემდეგ მოდის რუსეთი 837 მლნ აშშ დოლარით; ჩინეთი 498 მლნ აშშ დოლარით,  აშშ 480 მლნ აშშ დოლარითა და აზერბაიჯანი 401 მლნ აშშ დოლარით. 

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სია შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი – 292 მლნ აშშ დოლარი, რუსეთი – 230 მლნ აშშ დოლარი, ყაზახეთი – 208 მლნ აშშ დოლარი, აზერბაიჯანი – 192 მლნ აშშ დოლარი, და სომხეთი – 174 მლნ აშშ დოლარი.

იმპორტის თვალსაზრისით, თურქეთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია 840 მლნ აშშ დოლარით; შემდეგ მოდის რუსეთი – 606 მლნ აშშ დოლარით, აშშ – 446 მლნ აშშ დოლარით, ჩინეთი  – 419 მლნ აშშ დოლარით, და გერმანია – 320 მლნ აშშ დოლარით.

2024 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან ექსპორტის კუთხით პირველი ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები – 577 მლნ აშშ დოლარით; შემდეგ მოდის ყურძნის ნატურალური ღვინოები – 127 მლნ მლნ აშშ დოლარით და ფეროშენადნობები – 82 მლნ აშშ დოლარით.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი ამავე პერიოდში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 722 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს 423 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული– 217 მლნ აშშ დოლარით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button