skip to content
ახალი ამბები

2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 5%-ით შემცირდა

„საქსტატის“ მიერ 13 მარტს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2,941.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5%-იანი კლებაა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 12.2%-ით შემცირდა და 803.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 2.0%-ით, 2,138.2 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1,225.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.4%-ია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 მარტს გამოქვეყნდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button