skip to content
ახალი ამბები

2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 2.2%-ით შემცირდა

„საქსტატის“ მიერ 19 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8.432 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.2%-იანი კლებაა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 9.2%-ით შემცირდა და 2.274 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 0.7%-ით, 6.158 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3.884 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.1%-ია.

იმავე პერიოდში, თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 1.254 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.  შემდეგ მოდის რუსეთი 1.004 მლრდ აშშ დოლარით; ჩინეთი 692 მლნ აშშ დოლარით,  აშშ 500 მლნ აშშ დოლარითა და აზერბაიჯანი 422 მლნ აშშ დოლარით.

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სია შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი – 360 მლნ აშშ დოლარი, ყაზახეთი – 275 მლნ აშშ დოლარი, რუსეთი – 273 მლნ აშშ დოლარი, აზერბაიჯანი – 254 მლნ აშშ დოლარი, და სომხეთი – 225 მლნ აშშ დოლარი.

იმპორტის თვალსაზრისით, თურქეთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია 1.078  მლრდ აშშ დოლარით; შემდეგ მოდის რუსეთი – 731 მლნ აშშ დოლარით, აშშ – 601 მლნ აშშ დოლარით, ჩინეთი  – 578 მლნ აშშ დოლარით, და გერმანია – 402 მლნ აშშ დოლარით.

2024 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან ექსპორტის კუთხით პირველი ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები – 740 მლნ აშშ დოლარით; შემდეგ მოდის ყურძნის ნატურალური ღვინოები – 141 მლნ მლნ აშშ დოლარით და ფეროშენადნობები – 106 მლნ აშშ დოლარით.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი ამავე პერიოდში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 967 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს 514 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული– 266 მლნ აშშ დოლარით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button