ახალი ამბები

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 6.5%-ით შემცირდა

„საქსტატის“ მიერ 19 აპრილს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4.699 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5%-იანი კლებაა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 9.3%-ით შემცირდა და 1.326 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 5.3%-ით, 3.373 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2.047 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.6%-ია.

იმავე პერიოდში, თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 722 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.  შემდეგ მოდის რუსეთი 619 მლნ აშშ დოლარით; ჩინეთი 331 მლნ აშშ დოლარით,  აშშ 329 მლნ აშშ დოლარითა და აზერბაიჯანი 299 მლნ აშშ დოლარით.  

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სია შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი – 236 მლნ აშშ დოლარი, რუსეთი – 161 მლნ აშშ დოლარი, ყაზახეთი – 147 მლნ აშშ დოლარი, აზერბაიჯანი – 135 მლნ აშშ დოლარი, და სომხეთი – 127 მლნ აშშ დოლარი.

იმპორტის თვალსაზრისით, თურქეთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია 625 მლნ აშშ დოლარით; შემდეგ მოდის რუსეთი – 458 მლნ აშშ დოლარით, აშშ – 299 მლნ აშშ დოლარით, ჩინეთი  – 267 მლნ აშშ დოლარით, და გერმანია – 223 მლნ აშშ დოლარით.

2024 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან ექსპორტის კუთხით პირველი ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები – 444 მლნ აშშ დოლარით; შემდეგ მოდის ყურძნის ნატურალური ღვინოები – 84 მლნ მლნ აშშ დოლარით და ფეროშენადნობები – 73 მლნ აშშ დოლარით.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი ამავე პერიოდში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 487 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს 290 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 184 მლნ აშშ დოლარით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button