ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველოს მთავრობამ არასამთავრობო სექტორთან შედარებით 11-ჯერ მეტი დახმარება მიიღო
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში 16 ივლისს განაცხადა, რომ 2019-2024 წლებში საქართველოს მთავრობამ მიიღო 11-ჯერ მეტი ფინანსური დახმარება ევროკომისიისგან, ვიდრე არასამთავრობო სექტორმა. “ევროკომისიის მონაცემების ბოლო ანალიზის საფუძველზე, 2019-2024 წლებში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებული ევროკავშირის დაფინანსება 517 მილიონ ევროს შეადგენდა, მაშინ როცა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი თანხა- 46.1 მილიონ ევროა,” – აღნიშნავს დელეგაცია.
დელეგაცია ხაზს უსვამს, რომ სამოქალაქო სექტორისთვის გამოყოფილი 46,1 მილიონი ევრო გადანაწილდა საქართველოს მასშტაბით 170 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის დასაფინანსებლად, რომლებმაც 47 პროექტი განახორციელეს სფეროებში:
- ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა: 8.6 მილიონი ევრო;
- დემოკრატიული ჩართულობა და დამოუკიდებელი მედია: 8 მილიონი ევრო;
- ბიზნესის განვითარება და პროფესიული განათლება: 7.9 მილიონი ევრო;
- უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ხელშეწყობა: 4.9 მილიონი ევრო;
- კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრიები: 4.6 მილიონი ევრო;
- ნდობის აღდგენა კონფლიქტის მოგვარებისთვის: 4 მილიონი ევრო;
- დეცენტრალიზაცია და სოფლის განვითარება: 3.9 მილიონი ევრო;
- გარემოს დაცვა და კლიმატი: 2 მილიონი ევრო;
- საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა: 1.2 მილიონი ევრო;
- იურიდილი და სასამართლო სისტემა: 1 მილიონი ევრო.
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი თანხებიდან ორ მესამედზე მეტი გამოყენებულ იქნა “საქართველოს მოსახლეობის დასახმარებლად და სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, პროფესიული განათლება, მეწარმეობა, სოციალური სერვისები, ახალგაზრდების ჩართულობა და თემის განვითარება, კულტურის სფერო, გარემოს დაცვის ღონისძიებების გატარება.” დარჩენილი ერთი მესამედი კი გენეკუთვნებოდა ისეთ ორგანიზციებს, რომლებიც “მონიტორინგს ახორციელებენ, ხელს უწყობენ და თანამშრომლობენ სამთავრობო უწყებებთან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ევროკავშირის სტანდარტების მიღება, გენდერული თანასწორობა და დეცენტრალიზაცია.”
რაც შეეხება 2019-2024 წლებში ევროკომისიის უმსხვილეს ბენეფიციარებს შორის არსებულ სამთავრობო ინსტიტუტებს, ესენია:
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ადგილობრივი თვითმმართველობები – 111,55 მილიონი ევრო;
- ფინანსთა სამინისტრო – 101,40 მილიონი ევრო;
- თავდაცვის სამინისტრო – 62,75 მილიონი ევრო;
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სააგენტოები – 57 მილიონი ევრო;
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 5 მილიონი ევრო;
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სააგენტოები – 25,07 მილიონი ევრო;
- მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია – 19 მილიონი ევრო;
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო – 12,85 მილიონი ევრო;
- შინაგან საქმეთა სამინისტრო – 10,5 მილიონი ევრო;
- მთავრობის ადმინისტრაცია – 4 მილიონი ევრო;
- საქართველოს პარლამენტი – 4.8 მილიონი ევრო.
“ქართული ოცნების” მხრიდან მზარდი ანტიდასავლური რიტორიკისა და უცხოელი აგენტების კანონის გამო, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსების მიმღები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ არის მიმართული, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში აქტიურად უწევს პოპულარიზებას და ზრდის ცნობადას საქართველოს განვითარებისათვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი მხარდაჭერის შესახებ, რათა ამით დაუპირისპირდეს დეზინფორმაციას.
ასევე წაიკითხეთ:
- 10/07/2024 – ფიშერი: გერმანია უარს ამბობს ახალ ფინანსურ ვალდებულებებზე, ტოვებს წვრთნებს, ხოლო სტუდენტურ ვიზებს ძალაში ტოვებს
- 09/07/2024 – ჰერჩინსკი: ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, თავდაცვის სამინისტროს დახმარება გაყინული, ხოლო ურთიერთობები დაბალ დონეზეა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)